ეტლით ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია – იტალიის ქალაქ პიზაში, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე უნგრეთი და ტაილანდი დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრაში კი პოლონეთის უძლიერეს გუნდს სძლია, ანგარიშით 45:30.
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ყველა შეჯიბრებაში ერთ-ერთი ფავორტის რანგში იღებს მონაწილეობას.
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...