LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პასუხად მივიღე საშინელი ტალახი ,მეორე მხარეს რატომ არ იცავო-გიორგი კეკელიძე

პასუხად მივიღე საშინელი ტალახი ,მეორე მხარეს რატომ არ იცავო-გიორგი კეკელიძე

დაპოსტა 2023/03/20-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად.

ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს, გუშინ ჩემი მაქებარი პარლამენტარების (ყველა პარტიიდან) მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო თუ რაღაც ამდაგვარი ვარ, ზოგიერთი მედიიდან გუშინ ,,საქართველოს საუკეთესო შვილს რომ მეძახდა” იმ ჟურნალისტებს, პროფესიონალებს და კარგ ადამიანებს, სულ რომ გვერდით ვედექი, ზოგი დამფრთხალი თანამებრძოლის და საქმეებში გვერდით მდგომების გაფაციცებულ თვალებსაც ვხედავ, ოღონდ ბუნტი ნუ იქნებას მზერით, აქეთა ფლანგზე ვითომ ,,ლიბერალური ბაბლების” ვიწრო ფიქრებსაც, რომლებიც ისეთივე წარმატებით გამოგჭრიან ყელს – თვითონ ფაშისტებს რომ ეძახიან, იმათ გაუჭირდებათ. დუმს უფლებადაცველთა ნაწილი, ეტყობა საკმარისად ძლიერი ვგონივართ, რომ ამ ომს თითქმის მარტომყოფი მოვიგებთ. თუმცა რატომ მარტო? განა უმადური ვარ – მეგობრებსაც ვხედავ, ხმალამოღებულები რომ მიცავენ (რისგან და რის გამო – კი არის კომიკური) და რაც მთავარია, ათიათასობით უცხო ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს მიზიარებენ და მამხნევებენ ამ საშინელ მანქანასთან პირისპირ მდგომს. ყველამ ხომ იცის, ცილისმწამებელმა, ძველმაც და ახალმაც, დღევანდელმა და ხვალინდელმაც, გულში მაინც ხომ იცის, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ კარგის კეთებას ვცდილობდი და თუ ვინმესთვის რამე დამიშავებია – უნებლიედ. თუმცა ცხოვრება სამართლიანობის პრინციპს ძნელად ეფუძნება. მორალის ფსკერი გახვრიტეს – თავის მოკვლა გაითამაშაო, ეტყობა რაღაც კომპრომატი აქვთო. რომელიმე მხარეს რომ ჩემზე რამე რეალური კომპრომატის მაგვარიც კი ჰქონდეს ან საიდან, ამდენი ხანი, სულ მცირე, საკუთარ თამაშში არ ჩამრთავდა? ჩამრთავდა. ამასაც აისხლიტავთ. აისხლიტეთ. თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელთაც კერძო მიზეზის გარეშე პოზიციის გამოხატვა შეუძლებლად მიგაჩნიათ. არ სჯერათ, რომ შეგიძლია რამე თქვა განსხვავებული, როგორც მოქალაქემ და ან ,,ნაცი” არ იყო, ან ,,ქოცი”. ეს უნდა დავანახოთ. ეს უნდა დავაჯეროთ.
მე თუ ქვეყნისთვის საზოგადოდ მნიშვნელოვანი ამბავი არ არის, არ ვერევი, შეიძლება ეს ჩემი ნაკლია კიდეც, მაგრამ ასეა. ამ ორი კვირის მანძილზე კი ჩემეული აქტიურობა, ჩამონათვალში ასე ერთი შეხედვით ეჭვშეუვალ (თითქმის), ბანალურ ჭეშმარიტებებად მოსჩანს.

1) ვთქვი, რომ საქართველო ევროპაა და ამის გადახედვა არ გამოვა.

2) ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება არ არის კარგი, რომ მტერს ახარებს და მოყვარეს წყინს.

3) რომ სტიპენდიას ვუნიშნავ (და არა გმირობას ვანიჭებ) ერთ ახალგაზრდას, რომელიც შესანიშნავი სპორტსმენია, განათლებული და გულანთებული მოქალაქე.

4) ვთქვი, რომ ჩემი მეგობარი დღეს კინაღამ მოკვდა და ამის მიზეზი არის ცილისწამებების დიდი და დაუნდობელი დელტა. რომ ეს უნდა შეწყდეს!

5) ვთქვი, რომ ხელი მაინც ყველას უნდა გავუწოდოთ!

ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი. თავს არ ვიმართლებ – ამაყი ვარ.
.

და ამის პასუხად მივიღე საშინელი ტალახი. მეორე მხარეს რატომ არ იცავო? მეორე მხარეს, მეგობრებო, სახელმწიფო დგას, დასჯის უზარმაზარი ბერკეტით. მწერლის და მოქალაქის ვალია, იდგეს მმართველის ოპოზიციად და ეს ხელისუფალს უნდა ახარებდეს, თუ შეფხიზლებისგან უკეთეს შედეგს იგრძნობს.
ახლა საოცრად მშვიდად ვარ. გასაკვირად მშვიდად. შეიძლება იმიტომ, რომ თქვენმა წერილებმა (ათასობითაა – მართლა. ყოველ წამს მოდის და მოდის) დიდი ძალა მომცა. ამ ძალის განცდით დავიძინებ. მშვიდობიანი ღამე ყველას – მტერსაც და მყვარებელსაც. თქვენი

გიორგი კეკელიძე

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
მთავარი

ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი
მთავარი

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.

დაწვრილებითDetails

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"