“ტურიკა კარგად იქნება.
ბოლო-ბოლო ეგეთები გადაუტანია?!
მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ, ვინც საკუთარი ცხოვრება სხვისი ცხოვრების გაშავებაში დაახურდავეთ;
მიუსხდებით კლავიატურებს, გახსნით პროფილებს (რომლებსაც ზოგჯერ არარსებული ადამიანების სახელები აქვთ) და მიდიხართ ჯამთან, რომელშიც თქვენი პატრონები სხვა ადამიანების სალანძღავ წინადადებებსა და გზავნილებს სალაფავივით გისხამენ.
ტურიკას დიდი გული აქვს და იმდენ სიკეთეს იტევს, მთელი სატროლბოტეთის საგვარეულოს ზმანებაშიც რომ არ ეღირსება. სავსე ცხოვრებით ცხოვრობს, სიყვარული და ამ
სიყვარულის გამოხატვა შეუძლია. ამიტომაცაა დაუმარცხებელი.
მისთვის შავ-ბნელი ამბების შემთხზველებისთვის კი ვერ მაქვს კარგი ამბავი: თქვენ სავსე კი არა, საკუთარი ცხოვრებითაც არ ცხოვრობთ. ამიტომაც აუცილებლად დამარცხდებით.” | წერს დათო გორგილაძე
30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება. კურო მოსალოდნელია გაუგებრობები ახლობლებთან, მშვიდი...