საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ნინო ლომჯარიას ღირსების ეროვნული ორდენი გადასცა:
“დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას.”- ვკითხულობტყ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში .