LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
98 260 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

Federal regulators are setting new rules for banks that offer deposit advances.

98 260 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

დაპოსტა 2019/09/04-ში
A A
281
ნახვა
გაზიარება
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 98260 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5045 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4510-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 4713 მილიონიდან 5045 მილიონ ლარამდე.

98260 ხელშეკრულებიდან 27080 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 626.18 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს მდგომარეობთ 14.14% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით, 35370 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.02%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1562.50 მილიონი ლარია.

32090 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2605.9 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 913.90 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.16%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 1691.98 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.50%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით, 850 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.870 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.80%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2880 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 238.16 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აგვისტოს მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 39.63%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2297 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.63%-დან 11.05%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზრდას განაგრძობს ექსპორტის მაჩვენებელი (იანვარ-ივლისში გაიზარდა 12.4%-ით) და მზარდია ფულადი გზავნილების შემოდინებაც (იანვარ-ივლისში გაიზარდა 7.8%-ით), ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ აღემატება სამიზნე მაჩვენებელს (აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია), ასევე, აგვისტოში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში განაგრძობს გაუფასურებას და ახდენს ზეწოლას ინფლაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ინფლაციაზე წნეხის შესამცირებლად, მოსალოდნელი იყო. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა, რათა არ შენელდეს ეკონომიკური ზრდა.

თეგები: ბანკივალიპროცენტისესხი
გაზიარება137

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა – ტრაგედია ლეჩხუმში
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ავარიას ახალგაზრდა ბიჭი, ბექა თუთისანი ემსხვერპლა. ბექას ახლობლები სამძიმრის პოსტებს სოციალურ ქსელში წერენ : "ნეტა შემეძლოს ჩემი სიცოცხლის მოცემა,არც კი დავფიქრდებოდი ისე დაგაბრუნებდი შენს სახლში ბექა...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში კვლავ ჩვენთან დაბრუნდა – RAF-ის ოფიციალური განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

ორგანიზაცია RAF-მა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ჩად ბრონსტაინმა დაადასტურა, რომ ქართველი მებრძოლი აბუ დაბიში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან დაბრუნდა. „მოხარული...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში რიგითი წევრი იყო ” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ...

დაწვრილებითDetails

” ირაკლი ღარიბაშვილს გასაუბრების მიზნით პროკურორი შეხვდება” – სოსო ბარათაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
დააკავებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს? – ყოფილმა პრემიერმა ჩვენება მისცა
მთავარი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით შეხვდება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. ის ცოტა ხნის...

დაწვრილებითDetails

” ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომებია, იმავეს იმეორებს „ნაცმოძრაობა“”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურნბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ის რაც ხდებოდა, ცალკეული გადაცდომები და ცალკეული შემთხვევები იყო და არა სახელმწიფო პოლიტიკა - ზუსტად იმავეს, ერთ-ერთში “ნაციონალური მოძრაობა“ იმეორებს, - ამ განცხადებით...

დაწვრილებითDetails

“ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს” – ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
” ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია!” – სპეციალური პენიტენციური სამსახური
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ დავით ფეიქრიშვილის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბილანიშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, ბრალი აბსურდულია და ის მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს
მთავარი

მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. მათზე თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს კი სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე მოხდება მათი...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში, 70 წლამდე მასწავლებელი მამაკაცი, მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. 70 წლამდე მამაკაცი დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

შვილმა დედა დაჭრა – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"