ნიღბების თეატრში საქველმოქმედო გამოფენა-კონცერტი გაიმართა. საღამოდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ცაგერის რაიონში, სოფელ ოყერში წმინდა გიორგი სახელობის ტაძარს, რომლის მშენებლობაც ახლა იწყება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა დავით დევიძემ განაცხადა მეგობრები, ხელოვანი ადამიანები და მუსიკოსები სიკეთის საკეთებლად და ქუთაისისთვის კიდევ ერთი ლამაზი საღამოს საჩუქებლად შეიკრიბნენ.
საქველმოქედო საღამოზე ლევან გოგიტაძის სახელობის სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მათ სიგელები გადაეცათ. როგორც ლევან გოგიტაძემ განაცხადა მსგავსი ღონისძიებები და გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის.
ღონისძიების მეორე ნაწილი მუსიკალური იყო. მასში სხვადასხვა ცნობილ მუსიკალურ პროეტებში მონაწილე მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. კონცერტეზე შესრულდა, როგორც ქართული ასევე უცხოური კომპოზიციები.
დავით დევიძის ორგანიზებით მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები ხშირად იმართება.