ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი პირი, ერთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ქუთასში დღეს დაკრძალეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
6 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.
2 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.