9 წლის ქუთაისელი გოგონა მარიამ კვესელავა შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის – “ივერია ბრილიანტის” გამარჯვებული. მარიამი უკრაინაში საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.
ფესტივალის გალა კონცერტი რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში ჩატარდა. მასში მონაწილეობა გერმანიის, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
გალა-კონცერტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. მათ დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალის საუკეთესო მონაწილენი უკრაინასა და აზერბაიჯანში საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.