
დერბში მცხოვრები ალექსი და მარკ ბარლოები საკუთარი ქალიშვილისთვის, ლილა გრეისისთვის თმის დავარცხნას 9 წელი ვერ ახერხებდნენ.
ლილა გრეისს შეუთავსებელი თმის სინდრომი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი თმები საკმაოდ დაუმორჩილებელი და გაწეწილია, რის გამოც ლილას დედას ბავშვისთვის თმის დავარცხნა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან უჭირდა.

ლილა გრეისს პირველად შეუთავსებელი თმის სინდრომი 5 წლის ასაკში დაუდგინეს.
ალექსმა და მარკმა უამრავი პროდუქტი სცადეს, რომ გოგონას მდგომარეობა როგორმე გამოესწორებინათ.
როგორც ალექსი ამბობს, ახლა გოგონას თმა შედარებით დარბილებულია, რაც მისი დავარცხნის საშუალებას იძლევა.
„თავიდან ლილი თავის თავს ხშირად ადარებდა დას, და თავისი თმის გამო შეწუხებულიც იყო, მაგრამ ბოლო პერიოდია რაც მას თავისი თმა უყვარს“,- ამბობს ალექსი.










