,, ?? 9 მარტი – უკრაინის მიმოხილვა (ახლდება):
– დასავლეთის ფრონტი უცვლელია;
– ჰუმანიტორულ კორიდორებზე შეთანხმების ნაწილი შესრულდა და სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილმა შეძლო ალყაშემორტყმული ქალაქების დატოვება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: “რუსეთმა არ დაიცვა დაპირებული სიმშვიდე მარიუპოლსა და სუმიში. ეს უკვე მესამე დღეა, რაც პუტინის ძალები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის საკუთარ დაპირებებს”
– აშშს დაზვერვის სააგენტო (ბერნსი): “პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცურუელბულია. ის შეეცდება უკრანული არმიის გაჟლეტას ისე, რომ დიდ სამოქალაქო მსხვერპლს არ მოერიდება”
– რუსებმა სხვადასხვა მიმართულებიდან წინ წაიწიეს კიევისკენ. როგორც ჩანს უკრაინის დედაქალაქს ძალიან მძიმე დღეები ელის. ეჭვგარეშეა, რომ რუსული ჯარი კიევში ვერ შევა, მაგრამ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და ბევრი საცხოვრებელი სახლიც სავარაუდოდ დაინგრევა და სამოქალაქო მსხვერპლიც დიდი იქნება.
– გაერო: უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 1,207 სამოქალაქო პირი. 2 მილიონი ლტოლვილია, მათ შორის 1.2 – პოლონეთში.
– პრეზიდენტი ზელენსკი ისტორიული სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წინაში. აუცილებლად წასაკითხი/მოსასმენი სიტყვაა (იხილეთ წინა პოსტი).
– გუშინ საღამოს ძალიან გაგვახარა პოლონეთმა – მან განაცხადა, რომ მზად არის საკუთარი რუსული წარმოების გამანადგურებლები (28 ცალი მიგ-29) განათავსოს გერმანიაში და აშშ-ს მათი სრული განკარგვის უფლება მისცეს.
სანაცვლოდ ის ითხოვს “მსგავს, არახალ ტექნიკას” და მოუწოდებს ნატოს სხვა წევრებს (ბულგარეთი, რუმინეთი) რომლებსაც მსგავსი თვითმფრინავები აქვთ, იგივე გზას მიმართოს. სამწუხაროდ, პენტაგონმა განაცხადა, რომ ამ გზით თვითმფრინავების გადაცემა შეუძლებელია, თუმცა ის პარტნიორებთან ერთად სხვა შესაძლებლობს სწავლობს.
– დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პოლონეთსა და რუმინეთში ჩავა
– იზრდება დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების სიმძაფრე, რაც იმის ნიშანიც შეიძლება იყოს, რომ დასავლეთი თანდათან ემზადება (ამზადებს საკუთარ მოსახლეობას) ომში უფრო აქტიურად ჩასართველად:
– გერმანია/ბერბოკი: “ომი უნდა შევაჩეროთ… [პუტინმა] გადაკვეთა ადამიანობის ყველა ზღვარი”
– ნატო/სტოლტენბერგი: “უკრაინის ტანჯვა შემაძრწუნებელია!”
– აშშ პოლონეთს “პატრიოტის” სისტემის საჰაერო სისტემებს უგზავნის. ალბათ არავის გაუკვირდება, ამ სისტემების ნაწილი რომ, ადრე თუ გვიან, უკრაინაში აღმოჩნდეს.
– 6 მარტიდან დღემდე უკრაინის თავდაცვის ძალებს 20,000 უცხოელი მოხალისე შეემატა. ვინაიდან საერთაშორისო სამართლით მათზე არ ვრცელდება “ომის ტყვეებთან” მოპყრობის წესები და სტანდარტები, უკრაინა მათ მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მიღებას სთავაზობს.
– აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აფრთხილებს აშშ-ს მოქალაქეებს, ვინც არ გაითვალისწინებს ოფიციალურ რჩევას და გაემგზავრება უკრაინაში: “წასვლამდე დაწერეთ ანდერძი, მოაგვარეთ დაზღვევა და ხელმოწერის უფლების ნოტარიალური საკითხები, დაელაპარაკეთ პარტნიორებს შვილების მეურვეობის შესახებ.”
– იაპონიამ უკრაინას ინდივიდუალური თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა. ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონია რომელიმე ქვეყანას ამ გზით ეხმარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია კონსტიტუციურად ნეიტრალური და დემილიტარიზებული ქვეყანაა.
– შედგა საუბარი ბლინკენსა და მაკრონს შორის. გადაწყვიტეს “კიდევ უფრო გაზარდონ ომის ფასი რუსეთისთვის”
– სანქციების კუთხით, გუშინდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო აშშ-ს მიერ რუსეთიდან ენერგოიმპორტზე სრული ემბარგო. ამ გადაწყვეტილებას ამერიკელთა 80% (!) უჭერს მხარს. ასევე, ევროკავშირმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტს 70%-ით შეამცირებს, ხოლო პოტენციურად სულ უარს იყვის რუსულ ენერგიაზე.
– ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელისთვის სანქციების გაუქმებას ჰპირდება, ნავთობის მოწოდების სანაცვლოდ და რომ ის კონსულტაციებს გაივლის ოპოზიციასთან.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი აქვს
– Сoca-Cola და McDonalds: შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში.
– აშშ სანქციებით დაემუქრა ჩინურ (ტექნოლოგიურ) კომპანიებს, რომელებიც რუსულ ემბარგოს დაარყვევენ (NYT)
– გუშინ დილით $1 უდრიდა 155 რუბლს, თუმცა შემდეგ ისევ 130 ნიშნულამდე გამყარდა. რუსეთის ცენტრალური ბანკი ახერხებს რუბლის გამყარებას ოქროს გაყიდვის გზით. აშშ განიხილავს სანქციებს მათ მიმართ, ვინც რუსეთის ცენტრალური ბანკისგან ოქროს იყიდის. რუსეთის ცენტრალურ ბანკს 140 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს რეზერვები აქვს, რომლის გაყიდვითაც ბოლო დღეებში ახერხებს რუბლის სტაბილიზაციას. ახლა ამერიკა აპირებს ამ “ხვრელის” ამოქოლვასაც
– მსოფლიოს უდიდესი სარეიტინგო სააგენტოები თანხმდებიან, რომ რუსული დეფოლტი (უუნარობა მოემსახუროს საკუთარ საგარეო ვალს) გარდაუვალია. S&P, Fitch და Moody’s რეიტინგებით რუსეთი წინასადეფოლტო სტადიაშია.
– ჩინეთი განიხილავს გაზპრომის და სხვა გაუფასურებული რუსული კომპანიების წილების ყიდვას.-წერს ნიკოლოზ ლოლაძე.










