თბილისის პარალელურად, ბათუმში “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას დაკავებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთის წინაშეა.










