ოზურგეთში, 84 წლის ქალი, საკუთარ საწოლში ყელზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს.
ქალს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სამართალდამცველები მომხდარზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
რაც შეეხება ქალის მდგომარეობას, ის კლინიკა “მედალფაშია” მოთავსებული და მის სიცოცხლეს, ექიმების თქმით, საფრთხე არ ემუქრება.
წყარო:tvpirveli