,, ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, ჩამოიყვანონ აშშ-ს “ემორი”-ს საუნივერსიტეტო კლინიკის სასამართლო სამედიცინო მრავალ-პროფილური ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.
ხელისუფლება იყენებს კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის ტრადიციულ პრაქტიკას. ის უნარჩუნებს მიხეილ სააკაშვილს სასიცოცხლო მაჩვენებლებს, მაგრამ მის ჯანმრთელობას შეუქცევადად შლის.
ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალია არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ ახორციელებს დანაშაულებრივ მოქმედებებს მის წინააღმდეგ.”-განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.










