ქუთაისში მოღვაწე ექიმებმა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად აქცია გამართეს და ხელისუფლებას მისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა სთხოვეს.
,,მე სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი პენიტენციურ დაწესებულებაში და ვიცი რა ხდება იქ.
იქ პატიმრებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა უტარადებოდათ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის დახმარებას ვერ იღებს, რის გამოც მძიმე მდგომარეობაშია.
მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამას კანონი განსაზღვრავს.
მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება,”-ამბობს ექიმი ირაკლი მერკვილაძე.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.