83 წლის კაცი, რომელსაც მარნეულში 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას MarneuliNews ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც ცნობილია მამაკაცი სოფელ ყიზილაჯლოში 18 იანვარს სახლიდან სანადიროდ წავიდა. 83 წლის ფაჰრად ნამაზოვი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად დღეს გარდაცვლილი იპოვეს.










