აშშ უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკს წარადგენს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ბრინკს რეგიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკრაინაში ელჩი 2019 წლის შემდეგ არ ჰყოლია.
ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ს ელჩი გახლავთ. ის ამ თანამდებობაზე 2019 წელს დონალდ ტრამპმა დანიშნა. ბრინკი 2011 წელს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილედაც დაინიშნა.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი – ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი კიევში არიან. მათ შეხვედრები გამართეს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.