ორეგონის შტატში (აშშ) 80 წლის ქალი 16 მეტრიან ჭაში ჩავარდა, მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ oregonlive-ი ავრცელებს.
მაშველების მოსვლამდე, ჭაში ჩავარდნილ ქალს მეზობელი დაეხმარა, რათა ის წყლის ზედაპირზე ყოფილიყო და სუნთქვა შეძლებოდა.
მაშველებმა ქალი ჭიდან ამოიყვანეს. ის გონზე იყო, თუმცა ტრამვირებული. 80 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.