თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა 80%-ს შესაძლოა კლინიკური ნიშნები არ ჰქონდეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 13 მარტს გამოაქვეყნა სამყაროს გამოცდილება, რომ 80 პროცენტი ადამიანების შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები საშიში არიან საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება 20 პროცენტის, მათგან 17 პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარიზაცია თერაპიის განყოფილებაშიმ საშუალო და მსუბუქი ფორმით. სამ პროცენტს შესაძლოა, დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამიტომაა მოწოდება სოციალური დისტანცირება. ამ დაავადების გამოსავალში დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და ყველა ვიყოთ კარგ განწყობაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.