სამეგრელოში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 14 წლის მოზარდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ მას დღეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულის ოჯახი განაჩენს არ ეთანხმება და ამბობს, რომ გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 14 წლის ბიჭი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.