რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 500 კილომეტრში დაფიქსირდა. მოსახლეობამ კი, კამჩატკას ოთხ რაიონში, დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნო. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელი ცუნამის გამო, პარამუშირის კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.