LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

720 ექიმის ხელმოწერით ღია წერილი გამოქვეყნდა, რომლის მთავარი ადრესატი ხელისუფლებაა

დაპოსტა 2021/08/07-ში
60
ნახვა
გაზიარება

720 ექიმის ხელმოწერით ღია წერილს აქვეყნებს „საქართველოს ექიმთა საზოგადოება“. წერილის ადრესატები არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პანდემიის კლინიკური მართვის გუნდი და მისი თავმჯდომარე თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

წერილის ხელმომწერების განცხადებით, საქართველოს სამედიცინო სისტემა კოლაფსის რეალური საშიშროების წინაშეა და უკვე დღეისათვის განიცდის „საწოლფონდის დეფიციტს“. ექიმები ითხოვენ, გათვალისწინონ მათ მიერ ჩამოთვლილი დეტალები და სასწრაფოდ დაინერგოს პრაქტიკაში.

ექიმები რამდენიმე შეკითხვას სვამენ.

„კითხვა პირველი: რა ჰქვია პანდემიის მართვის იმ მოდელს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ხორციელდება?

თავისი რეგულაციებით, უფრო სწორად კი, რეგულაციებზე კონტროლის არარსებობით ძალიან ჰგავს შვედურ მოდელს, რომელზეც, მოსახლეობისა და კოლეგების გაფრთხილების გარეშე, ვფიქრობთ, არ გადახვიდოდით.

ამიტომ ლოგიკური კითხვა ექიმებისაგან, რატომ არ მკაცრდება კონტროლი რეგულაციებზე და რატომ ვართ მოსახლეობისა და ანტივაქსერების გონიერების იმედზე?

რა თქმა უნდა, არ არის ლოკდაუნზე საუბარი და სწორედ რომ გარდაუვალი არ გახდეს, ამიტომ არის ბევრი სხვა ბერკეტის ამუშავება აუცილებელი. მაგალითად:

სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეები ან ერთდროულად 2 სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში. გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს წესის დამრღვევი, რაც დღევანდელ დღეს არ ხდება, როგორც ყველასთვის ცნობილია;

აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი);

გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტის ჩატარების ნებას და ამავე დროს ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს? განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, რომ თინეიჯერის ასაკის ახალგაზრდები ასეთ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ);

რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები; მხოლოდ სრულყოფილად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით იქნენ დაშვებულნი;

შეიზღუდოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ კარანტინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როგორც ვაქცინაციის, ისე PCR-ტესტების ცნობების პასუხების გაყალბება არცთუ ისე იშვიათია ტურისტებში (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან).

გამკაცრდეს კონტროლი კოვიდ-პასპორტებზე და მათ ვალიდურობაზე. ეს მოკლე ჩამონათვალია რეგულაციებისა, რომლებიც ლოკდაუნამდე შეიძლება გატარდეს, რომლებიც იყო შარშან ძალაში და კარგი შედეგიც ჰქონდა.

2020 წელს და მიმდინარე წლის დასაწყისში არსებულმა შეზღუდვებმა დიდი როლი ითამაშა კოვიდ სიტუაციის ეფექტურად მართვაში და დღევანდელ დღეს, ასეთი მძიმე ეპიდ-სიტუაციის ფონზე რატომ არ ვამკაცრებთ რეგულაციებს და კონტროლს რეგულაციებზე?“

როგორც ექიმები აცხადებენ ვაქცინაციის კამპანია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, მაგრამ ის მე-4 ტალღისგან ვეღარ დაგვიცავს, ამიტომ მხოლოდ აცრების იმედად ყოფნა შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში არ მათ არ მიაჩნიათ მართებულად.

ექიმების შეკითხვები ასევე ეხება ეპიდგამოძიებას, კოვიდ-პაციენტებისა და მათი კონტაქტების იზოლაციაში გადაყვანას, ამბულატორიულ სექტორს, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების პერსონალს, ჰოსპიტალურ სექტორს და სხვ.

როგორც  განმარტავენ, ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდები და მძიმეა.

 

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
81
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
12
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails

მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

დეკემბერი 15, 2025
38
მთავარი

ასტროლოგი ახალ წლის ღამეს შესასრულებელ მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც, ადამიანს დაეხმარება მომავალი ცხოვრების თანამგზავრის დასიზმრებაში. რიტუალი ასეთია: საჭიროა ნებისმიერი ბეჭდის გაკეთება მარჯვენა ხელის არათითზე, იმ თითზე, რომელზეც ქორწინების ბეჭედს ატარებენ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 15, 2025
181
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

დეკემბერი 15, 2025
200
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის ახალი მიმართულება დაემატა

დეკემბერი 15, 2025
14
მთავარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 15, 2025
69
მთავარი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან....

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

დეკემბერი 15, 2025
58
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

” საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას” – მიხეილ ყაველაშვილი

დეკემბერი 15, 2025
28
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „საქართველო მკაცრად გმობს...

დაწვრილებითDetails

ავარია ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე

დეკემბერი 15, 2025
617
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».