ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 289 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1458-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 12 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი 25 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 530 გახდა, გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 11-ს შეადგენს.