ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე 70 წლამდე მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი დაჭრა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.