ვერძი
თქვენი ჩანაფიქრების სწრაფად განხორციელება შესაძლოა, ახლა უფრო პრობლემების მომტანი გახდეს, იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, რათა კონკურენტებისა და მოშურნეთა დაგებულ მახეში არ აღმოჩნდეთ.
კურო
გამოიჩინეთ შეუპოვრობა და იყავით მეტად დაკვირვებული, ეს თქვენი მიზნების განხორციელებაში შეგიწყობთ ხელს, ყოველი აქტუალური პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდება, სხვათა ჩარევის გარეშე.
ტყუპები
პოზიტიური აზროვნებით ეფექტურ შედეგებს მიიღებთ, როგორც მონოტონურ საქმეებში, ასევე იმ პროექტებში, რომელიც ანალიზსა და კრეატიულობას საჭიროებს.
კირჩხიბი
შექმნილ ვითარებაში, კომპრომისით და გონივრული სვლით, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლოა, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. უახლესი პერიოდი, პროფესიონალური კუთხით, გარდამტეხი იქნება.
ლომი
პირად და ოჯახურ გარემოში მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. დიპლომატიის მეშვეობით ადვილად დალაგდება სიყვარულის საკითხებთან დაკავშირებული გაუგებრობები.
ქალწული
შესაძლოა, საჭირო გახდეს პირადი ურთიერთობების გადახედვა. იყავით რაციონალური და ზღვარს ნუ გადახვალთ.
სასწორი
შესაძლოა, მოგზაურობა მოგიწიოთ, ან განაახლოთ გაწყვეტილი საქმიანი კონტაქტები. პროფესიული დონის ამაღლებით, გზას გაიკვლევთ ახალი კარიერული სიმაღლეებისკენ.
მორიელი
სწორედ ახლა შეგიძლიათ, უახლოეს მეგობრებთან გულღიად და დაუფარავად ისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან სურვილებზე. ხშირად გაიღიმეთ, თუნდაც უმიზეზოდ და ნუ გაექცევით ახალ ემოციებს.
მშვილდოსანი
თქვენი გადაწყვეტილებები არა პირდაპირ, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ნუ იზარმაცებთ და შეეცადეთ, საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ.
თხის რქა
ნუ გადაღლით გონებას ათასგვარი უსარგებლო ინფორმაციით, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს და გარემოებებიდან გამომდინარე სწორად შეაფასეთ თქვენი ძალები და შესაძლებლობები, იმოქმედეთ მოვლენების ადეკვატურად.
მერწყული
შეიტანეთ სიახლეები და ცვლილებები პირად ცხოვრებაში, მოაგვარეთ პრობლემები და გაუგებრობები, რომლებიც არღვევენ ოჯახურ იდილიას, იყავით გულახდილი ოჯახის წევრებთან და იმოქმედეთ ერთიანი ძალებით.
თევზები
არის ალბათობა, დახმარება დასჭირდეთ ახლობლებს, რაც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ემოციურ ფონზე და ოჯახურ ცხოვრებაში გარკვეული დროით სირთულეებს შემოიტანს.