აგვისტოს ომის შემდეგ 17 წელი გავიდა. პოსტს სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხპების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ავრცელებს:
, 🇬🇪2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ოკუპაციის ახალი ფაზა დაიწყო.
🇬🇪მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულება ტექნოლოგიებზე მაშინ ძალიან დაბალი იყო, ამ ომში პირველად დაფიქსირდა კიბეროპერაციების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების მხარდამხარ.
🇬🇪მაშინ კრემლი ჯერ კიდევ არ იყო ამ დოზით იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და შესაბამისად, მას ომის მიზეზი, ე.წ. კაზუს ბელი დასჭირდა, რის გამოც კიბეროპერაციებით მოახერხა ქართული და სხვა ქვეყნების ობიექტური საინფორმაციო ნაკადის ჩახშობა და მისთვის მომგებიანი აღქმების დანერგვა მძინარე ცხინვალის, 2000 მოკლული ოსის, მშვიდობისკენ იძულების და სხვა დეზინფორმაციული ნარატივით.
🇬🇪უკვე მაშინ, ნაცისტური, ფაშისტური სიმბოლიკის წამოწევით კრემლი იწყებდა “მშვიდობისკენ იძულების” თეზის დამკვიდრებას, რომ ომს დასავლეთი აწარმოებს აგენტურული ფაშისტური რეჟიმების მეშვეობით, რუსეთი კი თავს იცავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობს დღეს უკრაინაში-ერთი ომის ფაზებია. უკრაინაში “კაზუს ბელი” არ სჭირდება.
🇬🇪მაშინ, ჩვენს გმირ სამხედროებთან ერთად ხილულ, უხილავ თუ ვირტუალურ ფრონტზე იბრძოდნენ ჩვენი დიპლომატები, კიბერსპეციალისტები, მზვერავები.
🇬🇪 სრული ოკუპაცია ვერ მოხერხდა ქართული ჯარის და მოხალისეთა ჯგუფების თავდადება/პროფესიონლიზმის, საქართველოს მოქალაქეებში საოკუპაციო რეჟიმისთვის პოლიტიკური დასაყრდენის არარსებობის და დასავლური დახმარების გამო, რომელიც გამოიხატა მედიაციაში, საინფორმაციო სივრცის აღდგენაში, მეგობარი ქვეყნების უმაღლესი თანმდებობის პირების თბილისში ყოფნასა და ჰუმანიტარული დახმარების სამხედრო ტრანსპორტით მიწოდებაში
🇬🇪ჩვენი 🇺🇸🇪🇪🇵🇱ამერიკელი, ესტონელი და პოლონელი მეგობრების დახმარებით საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა მოხერხდა, თუმცა რუსული კლიშეები სამწუხაროდ ჯერ კიდევ დარჩა და კიდევ უფრო სამწუხაროდ, დარჩა უფრო მეტად საქართველოს მოქალაქეებში.
🇬🇪დასავლური სამხედრო, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული დახმარებით მოხერხდა ოკუპანტის თბილისისკენ წინსვლის შეჩერება, თუმცა მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. დასავლეთის დახმარებითვე მოხერხდა წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელება.
🇬🇪 “ნიანგის გამოკვების” პოლიტიკამ, რომელიც მომდევნო წლებში თითქოსდა ომის თავიდან ასაცილებლად აწარმოა მსოფლიომ, ის შედეგი გამოიღო, რომ რუსეთს 2022 წელს აღარ დასჭირდა “კაზუს ბელი” და 🇺🇦უკრაინის წინააღმდეგ სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სასტიკი ომი წამოიწყო (ზუსტად ისეთივე, როგორც მაშინ, საქართველოში), რითაც მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კრიზისში ჩაითრია.
🇬🇪მაშინ, საქართველოსთან ომის მიმდინარეობისას, რუსეთის იმპერიის შედარებით მოაზროვნე ნაწილი (არაიმპერიალისტურად მოაზროვნე ნაწილი რუსეთსი ან არ არსებობს ან იმდენად სუსტია, პულსი არ ესინჯება) ურჩევდა პუტინს და მის მარიონეტ მედვედევს, სამხედრო ძალის გამოყენების ნაცვლად, ჩაესახათ ქართველებისთვის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ილუზია და საქართველო თავად გასწევდა რუსეთისკენ.
🇬🇪 ბოლო წლებში რუსეთმა საქართველოს მიმართ ტაქტიკა შეცვალა და წარმატებით მოახერხა, არაკონვენციური მეთოდებით, ჰიბრიდული აქტივობებით დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა, ინტეგრაციის შეჩერება, რუსულ ეკონომიკასა და ფინანსურ ნაკადებზე დამოკიდებულების ზრდა, შიდა პოლარიზაციის გაღრმავება, პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოყვანა, აქედან გამომდინარე შედეგით: ამ ფონზე, კრემლის პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველოს სამხედრო მუქარის გაჟღერებით ან სახელმწიფოს მიტაცებით აიძულოს საკუთარ ორბიტაზე დაბრუნება
🇬🇪 მაინც გავფრინდებით” – წერს ანდრო გოცორეძე სოციალურ ქსელში.