LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/08/08-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა თეორიულად რომ „ქართულმა ოცნებამ“ შტურმი მიიტანოს ცხინვალზე ან სოხუმზე, ხვალ ომი დაიწყება.

„ფაქტების ქრონოლოგია ასახულია მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა… თეორიულად ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ცხინვალზე ან სოხუმზე ხვალ, ომი დაიწყება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ჟურნალისტის განმარტებაზე, რომ ქართულმა მხარემ რუსულ არმიას მაშინ უპასუხა, როცა ქართულ ჯარს უკვე ესროდნენ, კობახიძემ უპასუხა, რომ „არა, ასე არ იყო, ტყუილებს ამბობთ“.

კობახიძის განმარტებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ, შესული იყვნენ ცხინვალში და მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ, ეს თავდაცვითი ოპერაცია არ იყო.

„რაც არის სიმართლე, ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაშია ასახული. იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში მას შემდეგ, რაც მაშინდელმა რეჟიმმა გაუფრთხილებლად მიიტანა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე იღებდნენ, მიიწევდნენ წინ, შესული იყვნენ ცხინვალში, მიიწევდნენ როკის გვირაბისკენ. ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია. ისინი პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ახორციელებდნენ და ამისთვის შეტევით მოქმედებებს ახორციელებდნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არა თავდაცვით ომს, მაშინ რას შეეწირნენ გმირები აგვისტოს ომში, კობახიძემ უპასუხა, რომ „ეს ადამიანები შეეწირნენ სამშობლოს და მის ეროვნულ ინტერესებს“.

„ნაცობა“ ძალიან მძიმე სენია. ფაქტია, რომ თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას და თქვენ პარტიასთან ერთად მთელმა ევროპამ მოაწერა ამას ხელი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. ეს არის ფაქტი – დანარჩენი არის „ნაცობა“. გმირები შეეწირნენ სამშობლოს. ჩვენ ხვალ ღალატი რომ ჩავიდინოთ, ავანტიურაზე რომ წავიდეთ და გარე დავალებას ხელი მოვაწეროთ, რა თქმა უნდა, სამხედროები ომში ჩაერთვებიან და სამშობლოს შეეწირებიან, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს არ გაამართლებს. იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა. სამხედრო როცა ბრძანებას ასრულებს, ის სამშობლოს ეწირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომ „აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა წინ წავიდეს“, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ამაზე საუბარი ვერ იქნება.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ე.წ დამოუკიდებლობას აფხაზეთის და არც ცხინვალის, და შესაბამისად, ამაზე საუბარი ვერ იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.   ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.   დღისით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მარტი -  პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"