კვერცხი – 3 ც, ფქვილი – 125 გ, გამაფხვიერებელი – 1 ჩკ, შაქარი – 125 გ, კაკაო – 50 გ, კარაქი – 30 გ.
კვერცხის ცილა – 5 ც, შაქრის ფხვნილი – 300 გ, ჟელატინი – 10 გ, წყალი – 100 მლ
შავი შოკოლადი – 100 გ, კარაქი – 70 გ, სიროფი – 30 მლ.
მომზადების წესი :
ბისკვიტის მომზადებისათვის ფქვილი + კაკაო + გამაფხვიერებელი შეურიეთ ერთმანეთს. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კარაქი და კვლავ ამოურიეთ. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით.
მოგვიანებით ბისკვიტი დანამეთ სიროფით.
კვერცხის ცილა ათქფვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ 100 მლ წყალში გახსნილი ჟელატინი და გააგრძელეთ თქვეფა.
მასა გადაიტანეთ ბისკვიტზე და შედგით მაცივარში 3-4 საათით.
კარაქი და შოკოლადი გაადნეთ. მოასხით სუფლეს, წაუსვით გვერდებზეც და შედგით მაცივარში 30 წუთით.
თქვენ მიიღებთ უგემრიელეს ჩიტის რძეს.