ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა და განაცხადა , რომ მზადდება სამოქმედო გეგმები და შეერთებული შტატები დარტყმას მიაყენებს ტერორისტებს ავღანეთსა და პაკისტანში.
აშშ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი არ აპატიებს მათ, ვინაც ქაბულში აფეთქებების სერია განახორციელა.
”ვინც ეს თავდასხმა განახორციელა, ისევე როგორც მათ, ვისაც სურს ზიანი მიაყენოს ამერიკას, იცოდნენ:
ჩვენ არ ვაპატიებთ! ჩვენ არ დაგვავიწყდება! ჩვენ მოგძებნით და გაგანადგურებთ! ” – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.