ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“6-კვირიანი COVID-თან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი მოდერატორი და ანტივაქსერი Phil Valentine.
61 წლის ანტივაქსერი რადიო-გადაცემის საშუალებით მოუწოდებდა ხალხს ვაქცინაციის წინააღმდეგ და თავისი აზრი მხოლოდ დაინფიცირების შემდეგ შეიცვალა, თუმცა უკვე გვიანი იყო…სამწუხარო რეალობაა…
ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული…
თუმცა ხვდებით რამდენი ადამიანი დააყენა სიკვდილის გზაზე?
ნუ დააგვიანებთ…
ჯანმრთელობა ძვირფასი საჩუქარია!”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.