6 სექტემბერს, პარასკევს, ხიდრის, კიცხის, ვარძიის და წყალაფორეთის მოსახლეობის ინიციატივით დოღი გაიმართება. როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან საცხენოსნო შეჯიბრის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პროდუქტის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყობა.
დოღი, კიცხის ზონაზე, საქარიქედის მინდვრებზე 10 საათიდან დაიწყება. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის დარეკეთ შემდეგი ტელეფონის ნომრებზე: 577 11 64 16, 598 58 72 10.
ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები - დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი,...










