LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს”-დეკანოზი თამაზ ლომიძე

დაპოსტა 2021/07/08-ში
99
ნახვა
გაზიარება

“ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნოს ერმაც და ბერმაც, რომ მოსეს რჯული და მისი კანონები (ხშირად ძალიან მკაცრი) მიცემული იყო ექსკლუზიურად ებრაელებისთვის, რათა უფლის რჩეული ერი წმინდად შენახულიყო ქრისტეს მოსვლისთვის. ამას ეძღვნება მთელი გალატელთა მიმართ წერილი პავლესი ახალ აღთქმაში. თქვენო, ეუბნება მოციქული არაებრაელ ქრისტიანებს, არა ხართ ვალდებული დაიცვათ მოსეს რჯული, რადგან ახლა უკვე ქრისტეს რჯულს ექვემდებარებითო.

ნუ ციტირებთ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელოდ, განსაკუთრებით სისასტიკის და გულქვაობის გასამართლებლად მოსეს რჯულის კანონებს. მათი ცოდნა საჭიროა, მაგრამ არა მათით ხელმძღვანელობა. იცხოვრეთ ქრისტეს რჯულით. იყო ებრაელთათვის მოსეს რჯულში მძიმე ცოდვისთვის ქვით ჩაქოლვა, მაგრამ იესო ქრისტემ მოგვცა სხვა უფრო მაღალი და ღვთაებრივი რჯული. როცა მრუში ქალი მიუყვანეს და სთხოვეს დასტური მის ჩასაქოლად, ქრისტე, თავადაც ებრაელი, იუდეველი და რჯულის მორჩილი, არ არღვევს მოსეს რჯულს და არ ამბობს, რომ ჩაქოლვის ღირსი არ არის ქალი რჯულის მიხედვით, მაგრამ ეუბნება: მის მოსაკლავად მან ისროლოს პირველი ქვა, ვინც თავად უცოდველიაო. ამას კი ვერავინ იტყოდა იქ მდგომთაგან, ყველა თავადაც ცოდვილი იყო მრუშობის ცოდვით, თუ საქმით არა, ფიქრით და სურვილით მაინც. ამიტომ მხილებულებმა დაყარეს ქვები და ვეღარ ჩაქოლეს ცოდვილი.

ესაა სწორედ ქრისტეს რჯული, ღვთის მონებისთვის კი არა, არამედ უკვე ცოდვის მონობიდან გამოსყიდული ღვთის შვილებისთვის მოცემული, ბევრად მაღალი და ღვთაებრივად განმარტებული. თუ საკუთარი შვილი არ გისმენს, არ გემორჩილება და მტრად მოგეკიდა, ხელი კი ნუ აგქავდება მის საცემად და დასასჯელად, არამედ დაფიქრდი: თავისუფალი ხარ დანაშაულისგან მის წინაშე? მისი დაბადებიდან, სულ თოთოობიდან ყველაფერი სწორად და მართებულად გააკეთე მის აღზრდაში? არაფერი შეგშლია და არ შეგიცოდავს მის წინაშე? ასე უნდა ფიქრობდეს ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი მშობელი.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

P.S. ისე, მრუშობისთვის ანუ მეუღლის ღალატისთვის და მკითხაობა-ცრუმორწმუნეობისთვისაც ქვით ჩაქოლვა იყო მოსეს რჯულში. რამდენი ვერ გადარჩებოდა სიკვდილს, მოსეს რჯულით რომ ვხელმძღვანელობდეთ დღეს?!”- დეკანოზი თამაზ ლომიძე ქუთაის გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე იოანე გამრეკელს ეხმაურება.

 

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძემეუფე იოანე გამრეკელიქუთაის გაენათის ეპარქიაქუთაის გაენათის ეპარქიის მეუფე მიტროპოლიტი მეუფე იოანე
გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 27, 2025
68
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და პროდუქტიულია. პირად საქმეებში გამბედაობა წარმატებას მოგიტანთ. კურო პრაქტიკულ საკითხებზე კონცენტრირება დაგჭირდებათ. ფინანსურ გადაწყვეტილებებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ტყუპები კომუნიკაციებისთვის ხელსაყრელი დროა. ახალი იდეები მარტივად გაჩნდება და მხარდაჭერასაც მიიღებთ....

დაწვრილებითDetails

” 5 დღე და ღამეა იწვის ტყე… სოფელში სახლის კარს ვეღარ აღებენ, ფერფლით სავსეა ყველაფერი”- ბაღდათში ხანძარს ვერ აქრობენ

ნოემბერი 27, 2025
507
მთავარი

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე უკვე მეოთხე დღეა რაც ხანძარია. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სპეცტექნიკა, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. ბაღდათში გაჩენილ ხანძარს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

ნოემბერი 27, 2025
272
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნოემბერი 27, 2025
187
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჟდანოვია. ბიძგების სიმძლავრემ 2.0 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

მარნეულში მაღაზია “მაგნიტი” მეცხრედ გაძარცვეს

ნოემბერი 27, 2025
51
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სუპერმარკეტი „მაგნიტი“ გაძარცვეს. "Marneulinews.ge" ს ცნობით, 27 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, უცნობმა პირებმა ქვებით ჩაამტვრიეს სუპერმარკეტის მინები და მაღაზიაში შევიდნენ. შემთხვევის დროს მოიპარეს დიდი რაოდენობით...

დაწვრილებითDetails

მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი – ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე

ნოემბერი 27, 2025
83
მთავარი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მაღაროების საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არა მხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ "მსხვილი...

დაწვრილებითDetails

“გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად”- ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 27, 2025
57
მთავარი

პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, განმარტა, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია საჯარო მოხელის დღის აღნიშვნას გეგმავს

ნოემბერი 27, 2025
225
მთავარი

ქუთაისში საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგსანიზებისთვის  მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  35 000 ლარია.  ღონისძიება 19 დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტში გაიმართება.  NAT250021396 1. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს...

დაწვრილებითDetails

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 27, 2025
72
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის დამატებითი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის ყველა სივრცეში/არხში (სათავო ოფისი, ფილიალი, თვითმომსახურების კიოსკი, ვებ-გვერდი, აპლიკაცია...

დაწვრილებითDetails

“მთელი სვანეთის და ჩვენი ერის ტკივილია“ – გიორგი ნავერიანს ემშვიდობებიან

ნოემბერი 27, 2025
88
მთავარი

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი 17 წლის შვილი, გიორგი ნავერიანი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან. „გიორგი ნავერიანი თამაზის-ძე. რა დასანანი, სამწუხარო და სავალალოა ასეთი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».