“გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა – ამის შესახებ ინფორმაცია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაავრცელა და სამონასტრო კომპლექსის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს რომ ძეგლი მთლიანად შეფუთულია.
,,გერმანელი კონსტრუქტორები მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს აწარმოებენ. რამდენიმე კვირიანი შეფერხებები, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელჯ თორნიკე ბარათაშვილი და აცხადებს რომ 5 წელი დასჭირდა ამას.
,,სავსეა გელათი პროპაგამდისტული ტელევიზიებით, ვინც ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებას პრობლემების მიჩქმავლის უხეირო მცდელობაში ეხმარებოდა.
სარეაბილიტაციო ხარვეზია, რამდენიმე კრამიტს გამოვცვლით და ეშველებაო- 2020 ში ამბობდნენ.
დღეს იტყვიან გადავრჩითო.
ეს თუ შველაა..
დააზიანეს, წლები ცდილობდნენ დაემალათ და ბოლოს აქამდე მივედით.
წინ კრამიტის მოხსნის უმძიმესი პროცესია.
2018 დან შეტანილი შემავსებელია გასატანი.
გასაწმენდია სახურავის სივრცე სრულად.
მერე გამოშრობამ უნდა დაგვანახოს რა დაგვრჩა და რა წაიღო ველურმა რეჟიმმა.
პარალელურად, მუდმივი ჩარევებია საჭირო ფერწერასა და მოზაიკაზე.
უდიდესი სამუშაო, რაც აქამდე ვერ ნანახ პროფესიონალიზმს ითხოვს!
მთავარია, 9 საუკუნის კედლებზე მიყრდნობილმა ხარაჩომ უნდა გაუძლოს წვიმებს და ქარებს წლების მანძილზე.
2020 ში რომ ეღიარებინათ დანაშაული, ახლა ეს მოხსნილი უნდა იყოს!” – წერს თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2 წლიანი საქმიანობა შეაჯამა.