სულ ახლახან, 3 თებერვალს, ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი.
ოქროს გლობუსის სამოცდამეთვრამეტე დაჯილდოება წელს პანდემიის გამო ერთი თვით გვიან, 28 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ოსკარების შემდეგ უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდო ყველაზე გავლენიანი ამერიკული პრიზია კინო თუ სატელევიზიო სამყაროში.
ნახეთ, ვინ იბრძოლებს წელს საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად:
საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა
- The Father
ადამიანი ასაკის მატებასთან ერტად უარს ამბობს ქალიშვილის ყოველგვარ დახმარებაზე. როდესაც ის ცდილობს გააცნობიეროს თავისი შეცვლილი გარემოებები, მას ეჭვი ეპარება თავის საყვარელ ადამიანებში. მას არ სჯერა თავისი გონების და რეალური ცხოვრების.
- Mank
ფილმი მოგვითხრობს სცენარისტ ჰერმან ჯ. მანკიევიჩის მიერ ორსონ უელსის საკულტო შედევრის“მოქალაქე კეინის“ (გადაღებული 1941 წელს) მიხედვით კინოსცენარის დაწერის ისტორიას.
- Nomadland
ნევადაში ერთ-ერთი ქალაქის ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ ფენი (ფრენსის მაკდონალდი) ბარგს ალაგებს და გზას მიუყვება, რათა გაეცნოს ცხოვრებას ჩაკეტილი საზოგადოების მიღმა, როგორც თანამედროვე მომთაბარე. ამ ფილმში ნაჩვენებია ნამდვილ მომთაბარეთა ცხოვრება ლინდა მეის, სვანკის, ბობ ველის, როგორც ფენის მენტორებისა და მეგზურების, როცა ის გზას მიიკვლევს დასავლეთ ამერიკის ვრცელ ლანდშაპტებში.
- Promising Young Woman
ახალგაზრდა ქალი, რომელიც წარსულში მომხდარი ტრაგიკული მოვლენით ტრავმირებულია, შურს იმ კაცების მიმართ იძიებს, რომლებიც მის გზას გადაკვეთენ.
- The Trial of the Chicago 7
ისტორია მოგვითხრობს 7 ადამიანის სასამართლოზე , რომლებსაც ბრალი 1968 წლის დემოკრატიული საერთაშორისო კონფერენციაში ბუნტის გამო ედებათ.










