ზოგჯერ დილით ადგომა გვესიკვდილება. ამიტომ ჩვენმა საიტმა ხუთი სასარგებლო რჩევა მოუმზადა ძილისგუდებს.
1. მოემზადეთ ძილისათვის-ძილის წინ გაისეირნეთ. და საერთოდაც, ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ასე თქვენ უფრო იოლად დაგეძინებათ და დილით გაღვიძებაც არ გაგიჭირდებათ.
2. დილის ვარჯიში საღამოსკენ გადაიტანეთ. დილოაბით სირბილი არ გაწყენთ, ეს ჯანმრთელობისთვისაც მარგებელია და საღამოთი დაღლილს უკეთ ჩაგეძინებათ. კარგი ძილი თავისუფლად გაღვიძების გარანტია.
3. ეცადეთ, 20:00 შემდეგ ტელევიზორს აღარ უყუროთ. ეკრანების ლურჯი შუქი მელატონინის — ძილისა და დღეღამური რიტმების ძირითადი რეგულატორის — გამომუშავებას აფერხებს.
4. დაწოლამდე სანთლები ან არომოლამპა აანთეთ. სწორად შერჩეული არომატი თქვენს ძილზე დადებითად იმოქმედებს, სანთლების თბილი შუქი კი თქვენი ორგანიზმისთვის დღეს გააგრძელებს. ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ.
5. გეძინებათ? დაწექით. მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ძალიან ადრეა. ძილის დამატებითი საათები კარგად გამოძინებას და ენერგიის მომატებას უწყობს ხელს.