”5 სანტიმეტრი მოთოვა, ქალაქი არის პარალიზებული – ამის შესახებ პარტოა ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ განაცხადა.
პოლიტიკოსს მერიის წინ ცეცხლის დანთება და ამით ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გაპროტესება სურდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მას პერფორმანსის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მერიის შენობასთან მიტანილი შეშა და ქაღალდი გოგი წულაიას დაცვის თანამშრომელმა წაართვა.
”ცოლ-შვილი ხომ გეყინება, შენ არ იღებ ხმას, მე მაინც მაცადე” – მიმართა პოლიტიკოსმა დაცვის თანამშრომელს.
”5 სანტიმეტრი მოთოვა, ქალაქი არის პარალიზებული. სახლამდე ვერ მიხვალ, ტრანსპორტამდე ვერ მიხვალ, ღვარსადენი არ მუშაობს, წყლებია ქალაქში, პური გამოილია ქალაქში.” – განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისშია მეორე დღეა თოვს. უამინდობისა და ყინვების გამო დაზიანების გამო 44 000-მდე აბონენს არ მიეწოდება გაზი, გათიშულია ელექტრპენერგია. ქალაქში სწავლა შეწყდა სკოლებისა და ბაღების ნაწილში. ა(ა)იპ სპეციალური სერვისები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
ქუთაისში მომდევნო სამი დღოს განმავლობაში თოვაა მოსალოდნელი.
როგორც ცნობილია გაზია და დენის მიწოდება ქალაქში შღის ბოლომდე უნდა აღდგეს.