დედამიწა სავსეა ულამაზესი არსებებით, თუმცა მათ შორის ზოგიერთის სილამაზე მომაკვდინელებია. მათ შორის არიან
ბაყაყი „კოკოი“
ეს მიანაიატურული ამფიბია კოლუმბიის ჯუნგლებში, მდინარე რიო – ატრატოს სანაპიროებთან ბინადრობს. მისი სიგრძე მაქსიმუმ 3 სანტიმეტრია, თუმცა შხამი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედია. კოკოის შხამი წამიერად ახდენს მსხვერპლის პარალიზებას და მის სიკვდილს იწვევს. საკვებში შხამის გამოყენება უვნებელია, მაგრამ საკმარისია პატარა ნაკაწრი ან ჭრილობა, რომ შედეგი ფატალურად სრულდება. კოკოის შხამის საწინააღმდეგო საშუალება ჯერჯერობით აღმოჩენილი არ გახლავთ.
ბანანის ობობა
ბინადრობს ბრაზილიაში. ის უმეტესად გახვეულია სფეროს ფორმის მქონე ოქროსფერ ქსელში, და რადგან ამ ობობას აქვს ნათელი ყვითელი შეფერილობა, ხშირად არის მოხსენიებული, როგორც ბანანის ობობა.2007 წელს შევიდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე შხამიანი არსება. მის შხამს შეუძლია გამოიწვიოს პარალიზი და სიკვდილი.
სასიკვდილო მორიელი
აღნიშნული არსება გვხვდება შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გარეგნულად ძალიან ლამაზი და თვალის მომჭრელია, თუმცა ამავდროულად ძალიან ძლილერი შხამი გააჩნია. გულის პრობლემების და ალერგიული ფონის მქონე ადამიანებს უჭირთ ამ ტოქსიკის დაძლევა.
ლურჯ ბეჭდიანი რვაფეხა
ეს პატარა რვაფეხა დაახლოებით გოლფის ბურთის ზომისაა და თავისუფლად დაეტევა ხელის გულზე. ლურჯ ბეჭდიანი რვაფეხა გვხვდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში. ასევე პაპუა-ახალ გვინეაში. რვაფეხას შხამმა შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე, გულისრევა, პარალიზი და სიკვდილიც კი.
მედუზა
ეს მედუზა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე შხამინი არსება. ის მოძრაობს აზიისა და ავსტრალიის მიდამოებში, და იმდენად გამჭვირვალეა, რომ ზოგჯერ თვალისთვის შეუმჩნეველია. მედუზას საცეცები აწარმოებს ნემატოქსინს. როდესაც ტოქსინი სისხლამდე მიაღწევს, სისხლის წნევა გაიზრდება. ეს იწვევს გულის შეტევას და საბოლოოდ სიკვდილს. კბენის შემთხვევაში აუცილებელია ნაკბენი ადგილის ძმრით მონამვა და უახლოესი საავადმყოფოსკენ გეზის აღება.