დახმარებას ითხოვენ აღმაშენებლის #35-ე ბინის მაცხოვრებლები. პრობლემას ქმნის კანალიზაცია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ თვეში 3-4-ჯერ უწევთ ცხელ ხაზზე დარეკვა იმისათვის რომ ფეკალიები საცხოვრებლებში არ შეუვიდეთ. “ჯოჯოხეთში გვიწევს ცხოვრება”- აცხადებენ ისინი.
საკითხს პასუხობენ გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიაში. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ბექა ბარბაქაძის თქმით პრობლემის ძირითადი მიზეზი კანალიზაციაზე დაერთებული სანიაღვრე არხებია.
წვიმამ პრობლემა შეუქმნა შანიშის ქუჩის მოსახლეობას . ადგილობრივთა თქმით წვიმის წყალმა კანალიზაცია გაჭედა შედეგად კი მათი საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.