ხონის დევნილთა დასახლების კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზი ისე შეიმოსა და მოეწყო თვალსა და გულს ახარებს.
დარბაზის, სცენის მოწყობის სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ,,საინიციატივო ჯგუფმა” გაავრცელა და მადლობა დონორ ორგანოზაციას და სამუშაოს შემსრულებელს გადაუხადა:
,,პროექტი განხორციელდა გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) პროექტის, დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისათვის ფარგლებში.
სამუშაოების მწარმოებელი შპს ,,ლიზი”.
დევნილთა თემის სახელით მადლობას უხდით დონორს და სამუშაოების მწარმოებელს.”-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხონის დევნილთა დასახლება ერთ-ერთი გამორჩეულია სამოქალაქო აქტივიზმითა და პასუხისმგებლობით, რაც ნიშნავს რომ აქ, კიდევ ბევრი საინტერესო და საჭირო პროექტი განხორციელდება.













