სამინისტროებში პრემია-დანამატების მოცულობა 21,1 მლნ ლარით გაიზარდა. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, რომელსაც “ბიზნესპრენიუსი” ავრცელებს, 2023 წელს სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 413,6 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 362,2 მლნ დანამატზე, ხოლო 51,4 მლნ პრემიაზე მოდის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 392,5 მლნ ლარი შეადგინა (პრემია – 40,2 მლნ ლარი, დანამატი – 352,3 მლნ ლარი) შედეგად გამოდის, რომ გასულ წელს 21,1 მლნ ლარით მეტი გაიცა.
აღსანიშნავია, რომ შარშან ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა – 134 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 32,4%-ს შეადგენს.
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 1,6 მლნ ლარი დანამატი, 1,8 მლნ პრემია
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 212 890 ლარი დანამატი, 211 885 ლარი პრემია
- მთავრობის ადმინისტრაცია – 383 358 ლარი დანამატი, 731 580 ლარი პრემია
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 0 ლარი დანამატი, 97 354 ლარი პრემია
- ფინანსთა სამინისტრო – 4,9 მლნ ლარი დანამატი, 2 მლნ პრემია
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 856 847 ლარი დანამატი, 1,1 მლნ პრემია
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 342 618 ლარი დანამატი, 744 676 ლარი პრემია
- იუსტიციის სამინისტრო – 5,5 მლნ ლარი დანამატი, 6,1 მლნ პრემია
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1,6 მლნ ლარი დანამატი, 2,7 მლნ პრემია
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1,8 მლნ ლარი დანამატი, 772 935 ლარი პრემია
- თავდაცვის სამინისტრო – 12,3 მლნ ლარი დანამატი, 293,626 ლარი პრემია
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 119 მლნ ლარი დანამატი, 15 მლნ პრემია
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1,8 მლნ ლარი დანამატი, 2 მლნ პრემია
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 304 684 ლარი დანამატი, 2,6 მლნ ლარი პრემია
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 2,5 მლნ დანამატი, 807 354 ლარი პრემია










