გოლდი ჰოუნისა და კურტს რასელის სიყვარულის ისტორია ფილმით „ბორტს მიღმა“ თითქმის 40 წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ წყვილი ერთადაა და თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს. ამჯერად 76 წლის გოლდი ჰოუნი და 71 წლის კურტ რასელი საბერძნეთში, კრუიზში გაემართნენ. წყვილი პაპარაცებმა ბორტზე, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები გადაიღეს.
ზოლებიან შორტში გამოწყობილი კურტი კატერს თავად მართავდა.










