ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მის მიერ კოვიდკლინიკის რეანიმაციაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის აღნიშნულ ფოტო-რეპორტაჟზე მუშაობა უმძიმესი იყო.
“ვერ აღგიწერთ, რა რთული იყო მუშაობა ადამიანურადაც, პროფესიულადაც. ხედავ ვირუსთან მებრძოლ პაციენტებს და ამ პაციენტების გადასარჩენად მებრძოლ მედიკოსებს. ეს ყველაფერი ისეთი მძიმე და ემოციურია, გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის. რეანიმაციის შემხედვარეს აზრად არ მოგდის იმაზე ფიქრი, არსებობს თუ არა კოვიდ 19.
დიახ, არსებობს. ის ძალიან ვერაგია და მას მხოლოდ მედიკოსები ვერ გაუმკლავდებიან.
რეანიმაცია გახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია პირადი პასუხისმგებლობა კორონაპანდემიის დასაძლევად და გადაღლი, დაქანცული მედპერსონალისთვის მუშაობის შესამსუბუქებლად. არადა, ამ პასუხისმგებლობის გამოხატვა სულაც არ არის რთული. დიდი მადლობა მედპერსონალს!
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ჩანადირი.