აღმოსავლეთ აფრიკაში, ჯიბუტის რესპუბლიკის სანაპიროსთან, მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და ათობით მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიგრანტების ნავები იემენიდან გამოვიდნენ, ორივე ნავის ბორტზე, ჯამში, 310 ადამიანი იმყოფებოდა.
ჯიბუტის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის 61 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.