არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გალის სასწრაფოს ბრიგადამ ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადმოიყვანა, საიდანაც ბავშვი, თავდაპირველად, ზუგდიდის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი ბათუმის კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს..
ამ ეტაპზე ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.










