დიდი ტრაგედია რაჭაში. ონის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალგაზრდა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ადასტურებს.
საკრებულოს თავმჯდომარე Dianews.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც ონია, ოთხი ახალგაზრდის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა.
“დიდი ტრაგედიაა ჩვენი პატარა ქალქისთვის, ოთხი ახალგაზრდა დავკარგეთ ერთდროულად” – ამბობს ონის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული ოთხი ახალგაზრდიდან, ორი ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი თოფის გავარდნას, ერთი კი კორონავირუსს ემსხვერპლა