- კორონავირუსით ბოლო 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა .
ყოველდღიურად დამძიმებული სტატისტიკისა და ახლა უკვე დაღუპულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, მთავრობა ისევ ამტკიცებს, რომ სისტემა მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევას.
კორონავირუსით ბოლო დაღუპული 43 წლის ქალია. გახდა თუ არა სიკვდილიანობის მატების მიზეზი ჯანდაცვის სისტემის გაუმაზთავობა?
Მინისტრი ამტკიცებს, რომ ინფიცირებული პაციენტებს თანამდევი დაავადებები აწუხებდათ, გარდაცვალების ფაქტების ზრდას კი კლინიკების მოუმზადებლობასთან კავშირი არ აქვს.
გარდაცვალების მიზეზად თანმხლებ მძიმე დაავადებებს მიიჩნევენ ეპიდემიოლოგებიც. ნაწილს კი, გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშოდ არ მიაჩნია










