LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ია ნანეიშვილი

37 წლის ასაკში კიდევ ერთი ნიჭიერება წაიყვანა უფალმა თავისთან

დაპოსტა 2021/12/29-ში
A A
12.1k
ნახვა
გაზიარება
კიდევ ერთი ნიჭიერება წაიყვანა უფალმა თავისთან. ????
37 წლის ასაკში, ყველასათვის საყვარელი პოეტი ია ნანეიშვილი გარდაიცვალა. ? უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული ია. ??????  – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება 
ნახეთ პოეტის შემოქმედება
წელი, რომელიც მოვა, სიმშვიდის იყოს ღმერთო!
დაე, აგვიხდეს, ის რაც, გულით გვინდა და ვერ გთხოვთ.
წყალობა მიეც ყველას, ვინც მუხლმოდრეკეით შეგთხოვს,
ჯანის სიმრთელე მიეც, ვინც ამ სიცოცხლეს ვერ თმობს… 

წელი რომელიც მოვა, სიკეთის იყოს ღმერთო!
ყველა ოჯახის კარზე, იღბლის სანთელი ენთოს.
ავადმყოფსა და უძლურს, ჰქონდეს წყალობა უფლის,
სულ ყველა შეჭირვებულს, საშველი გულით ეგრძნოს! 

წელი, რომელიც მოვა, იმედის იყოს ღმერთო!
და ჩვენს შვილებსაც ამ წლით, წარმატების გზით ევლოთ.
არ იყოს დარდი, ცრემლი, არც მწუხარების წვეთი,
და რომ ცხოვრება ტვირად არ გადაგვექცეს შემდგომ… 

წელმა, რომელიც მოვა, ამოასუნთქოს ერი!
ამდენი დარდით მძიმე, გაწამებული თმენით…
ხარება იყოს ყველგან და სიხარულის ხმები,
გამრავლებული იყოს, ჩვენი ფუძე და ჭრი! 

დამარცხებული გვყავდეს, ჩვენი ოჯახის მტერი,
არ ჩამოვარდეს არვის, თმიდან წუხილის ღერი…
იყოს სიცოცხლის რწმენა, უფლის წყალობის ფერი,
წელი რომელიც მოვა, იყოს სინათლის მფენი! 

ბედნიერება იყოს: ჩემი! შენი და მისი!
აღარ ჩაგვედოს გულში, შური და ბოღმა სხვისი…
არ მოგვცემოდეს წყენა, ან და საბაბი მისი…
რაც გაგვიხდება შემდგომ, მიზეზი ღმერთის რისხვის… 

ჩვენს კართან არ გაევლოს, მწუხარებას და სირცხვილს!
ბედნიერება იყოს ყველა ოჯახის მეკვლე!..
სიყვარულისწილ იშვას, სულ ყველას გულში ფიქრი,
სიყვარულია ღმერთი, ღმერთი ყველაფრის შემძლე!!! 

………….. 

ამ გულმა დათმობა არ იცის,
არასდროს არ იტყვის – “არაო!”…
ვერაფრით ვაძალებ – “გაჩუმდი!”…
ვერაფერს ვუკრძალავ – “კმარაო!”…
ეჰ, გულო, ნეტავი ვიცოდე –
საიდან ამდენი ძალაო?!
 

………….. 

არ გამიშვა ხელი, თორემ, წავიქცევი,
მერე ვეღარ დავბრუნდები უკან…
ნაწილ-ნაწილ, ნაკუწ-ნაკუწ დავიშლები,
ჩამიკარი სულთან ახლოს, გულთან… 

არ გამიშვა, თორემ ღამე მომერევა,
აირევა საყვედური პულსთან.
ყელზე ცივი უშენობა მომეხვევა,
დამიძახე, ჩემი სულის თუ ხარ! 

ზაფხულივით გაილევა დღეები და,
გაშიშვლდება გაფოთლილი მუხაც.
შემინახე ერთი ცალი მზეებიდან,
დაისისკენ მიმავალი თუნდაც… 

არ გამიშვა, შემახსენე რომ გიყვარვარ,
თორემ დარდი აყვავდება გულთან.
შენი მზერა დამადევნე ნიავივით,
სადაც წავალ, მომყვებოდეს სულ თან… 

დამაბრუნე, თუკი წასვლამ მომიწია,
თუ ვიდგები შენი გულის ზღურბლთან…
არ გამიშვა ხელი თორემ, დავიბნევი…
ჩამიკარი სულთან ახლოს გულთან!

გაზიარება4838

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს ივლისში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება, რადგანაც როგორც ასტროლოგები ამბობენ, მათ წინ არაერთი საინტერესო ცვლილება ელოდება: ტყუპები ტყუპები 2025 წლის ივლისში მოტივაციისა და ენერგიის...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს’-მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის...

დაწვრილებითDetails

“კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

თუ ფიქრობთ, რომ იმდენად დაბალია თქვენ მიმართ ნდობა საზოგადოებაში, იქიდან რომ გამოხვალთ და სიტყვით მოყვებით რაღაცას, ამას ადამიანი არ ენდობა და მაინცდამაინც კამერით უნდა ჩაწეროთ რაღაცები, ეს ყოფილა თქვენი პრობლემა, -...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა. ბიძგების...

დაწვრილებითDetails

ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ფულადი სანქციები იზრდება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
“საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის უფლება ექნებათ მხოლოდ ავტოსადგურებს”
მთავარი

იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება,...

დაწვრილებითDetails

ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
ხუთმაგდება ჯარიმა იმ ქვეითებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ
მთავარი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონის პროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით...

დაწვრილებითDetails

” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
” საჭიროა სწრაფად მოქმედება, რადგან „ოცნება“ მედიის გაჩუმების მცდელობებს აჩქარებს” – IPI
მთავარი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც საქართველოში არსებული მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სავალალო მდგომარეობაა, რეპრესიული კანონების შემოღებისა და პრესაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე. IPI აცხადებს, რომ...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს...

დაწვრილებითDetails

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 1, 2025
0
მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება
მთავარი

მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში. მცირე ოდენობით კანაფის -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"