LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო

დაპოსტა 2025/08/14-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

1992 წელს, 33 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად ,საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმა მან პირადად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადისლავ არძინბასთან შეათანხმა, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.
საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული პირველი მსხვერპლი სწორედ ამ საგუშაგოზე მომხდარ შეტაკებას უკავშირდება.

14 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზეთის ხალხს სამამულო ომის დაწყება აუწყა და ადგილობრივ შენაერთებსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩართულ საზოგადოებას თავ-თავიანთი პოზიციების დაკავებისკენ, ხოლო ოფიციალურ თბილისს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთები ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ თენგიზ კიტოვანის შენაერთები აფხაზეთის დედაქალაქში ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შევიდნენ.

ქალაქში შესვლისთანავე დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ქალაქ სოხუმის ტურბაზის რაიონსა და იმავე რაიონთან ახლოს მდებარე წითელი ხიდთან გაიმართა. სოხუმის ძირითად ნაწილში დარჩენილმა აფხაზურმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა სამი დღე გასწია და 17 აგვისტოს სოხუმი ორგანიზებულად დატოვა და ქალაქ გუდაუთაში გადავიდა.

ამ სამი დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი სოხუმის განაპირა, შუქურის რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იყო და იქედან ხელმძღვანელობდა აფხაზური ძალების წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ თავადაც გუდაუთაში გადაბარგდა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა 16 სექტემბერს სოხუმისათვის ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

1993 წლის შემოდგომაზე განვითარებულ პროცესებს წინ უძღოდა 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზური შენაერთების მიერ აღება. სწორედ გაგრის ზონის დაკარგვით შეძლო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან საზღვრის დაკავებით ქართულ მხარეზე უპირატესობის მოპოვება.

აფხაზურმა შენაერთებმა საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურზე 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. სწორედ ამიტომ აფხაზური ხელისუფლება ქართულ მხარესთან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას ოფიციალურად 30 სექტემბერს აღნიშნავს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
სამზარეულოს დანით მოკლა… თურმე მეგობრობდნენ…ზუგდიდში მომხდარი დანაშაულის დეტალები
მთავარი

ზუგ­დიდ­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 34 წლის ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა 42 წლის ნა­თია აფხა­ზა­ვა მოკ­ლა.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბრალ­დე­ბულ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმით მოკ­ლა აფხა­ზა­ვა. მოკ­ლულს 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი....

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ის 27-32 გრადუსამდე გათბება, ხოლო თბილისში 30 გრადუსს...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 14 აგვისტო ზოდიაქოას ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დიდ ინტერესს გამოიწვევს თქვენი გასაიდუმლოებული თუ იდუმალებით მოცული ურთიერთობები. ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ გაიზრდება. კურო დღეს, სიმშვიდე და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა ძალებს შეგმატებთ. საღამო გაატარეთ მეგობრებთან. ტყუპები მოთოკეთ თქვენი...

დაწვრილებითDetails

ყვითლად შეღებილი ქათამი – რა ხდება ქართულ ბაზარზე

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ყვითლად შეღებილი ქათამი – რა ხდება ქართულ ბაზარზე
მთავარი

ყვითლად შეღებილი ქათამი - რას ჭამთ, როდესაც გგონიათ, რომ სოფლის დედალს მიირთმევთ - ამ სათაურით ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს ,,რადიო თავისუფლება".  ვრცელ მასალაში საუბარია თუ როგორ იყენებენ საქართველოში ქიმიურ საღებავებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ქალია დაკავებული.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული)...

დაწვრილებითDetails

სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს
მთავარი

სპეცრაზმის მიერ ნაცემ სამოქალაქო აქტივისტი ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი 8 თვის შემდეგ მიანიჭეს. მისი თქმით, მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად: "პირველ რიგში...

დაწვრილებითDetails

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია
მთავარი

22 დამოუკიდებელი ონალინ მედია რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს. "სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ეს არის მათი მთავარი სათქმელი. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური...

დაწვრილებითDetails

რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ
მთავარი

რუსებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება ან გაგრძელება სურთ, სამშობლოში ნასამართლობის შესახებ ცნობა მოეთხოვებათ. ამის შესახებ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-რესურსი, Sotaproject, ასევე, საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი თავის ვებგვერდზე წერს....

დაწვრილებითDetails

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია, მათ შორის "ნეტგაზეთი", "ბათუმელები", "პუბლიკა" ON.GE, "მედია ჩეკერი", იმერეთში მოქმედი სააგენტოების "ინფო იმერეთისა" და "ქუთაისი პოსტის" საიტები და სხვა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ათობით ხანძარს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"