პოლიციამ, პარლამენტის წინ, სამი პირი, მათ შორის ბეჟან გუნავა დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, პარლამენტის წინ სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ამის შესახებ ვაჟა სირაძემ განაცხადა.
ჯგუფი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და სამართალდამცველთა მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ.
„იყო კონფლიქტური სიტუაცია აქციის მონაწილეებს შორის. მოვიდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აგრესიულობით, არ დაემორჩილნენ პოლიციას და მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება”, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.