EsclusiveTV წერს, რომ იტალიაში შემზარავი ფაქტი მოხდა. მედიის ცნობით, 32 წლის ძიძამ 13 თვის ბავშვი აიტაცა და ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ გაუნძრევლად იდგა და წარმოთქვა: „ახლა ის თავისუფალია“.
ბავშვს, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ქალმა დანაშაული აღიარა. წინასწარი ინფორმაციით მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სასამართლომ სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა. მანამდე კი, ბრალდებული ქალს მოდენას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.