ზესტაფონში, სასფლაოზე 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა.
როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ. წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 300 000 ჰქონდა ვალი, საიდან მხოლოდ 100 000 გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს.
ახალგაზრდა მამაკაცს 20 წლის ორსული მეუღლე დარჩა, მათ რამდენიმე დღის წინ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჰქონდათ და გოგოს ელოდებოდნენ.
,,მეგა ტვ” შსს-თან დეტალებს არკვევს.